ყა ყდ ყე ყვ ყი ყო ყუ
ყაბ ყავ ყაზ ყაი ყალ ყამ ყან ყარ ყაუ ყაფ ყაღ ყაწ ყაჭ ყაჯ

ყავარჯენი

ერთგვარი ტიპის ინსიგნია - წარჩინებულობის, ძალაუფლების მანიშნებელი. პიროვნების თანამდებობის ემბლემა. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში ყავარჯენი ასეთი სახით დადასტურებულია ხევსურეთსა და სვანეთში. ხევსურეთში ყავარჯენი წარმოადგენდა თავხევისბერის ძალაუფლების გამომხატველს. ამ ინსიგნიით დროშასთან ერთად იგი მიუძღოდა მეომრებს სალაშქროდ და მისვე თანხლებით ატარებდა სარიტუალო დღესასწაულს. სვანეთში აღმოჩენილი ყავარჯნები მიჩნეულია ერისთავთა ხელისუფლების ემბლემად. იგი გამოხატავდა მახვშის ძალაუფლების სიმბოლოსაც. ყავარჯენი წარმოადგენს საეკლესიო ხელისუფალის უფლებრივი მდგომარეობის გამომახატველსაც. ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9