ყა ყდ ყე ყვ ყი ყო ყუ
ყაბ ყავ ყაზ ყაი ყალ ყამ ყან ყარ ყაუ ყაფ ყაღ ყაწ ყაჭ ყაჯ

ყამა

ხანჯლის ტიპის ცივი იარაღი. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა აჭარული ყამა, რომელიც „ბაბასყამას“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ბაბასყამას პირი ფოლადისაგან მზადდებოდა, ცალლესული, ღარიანი. ზომებით მრავალნაირია. ტარი ძირითადად მზადდებოდა რქის, ძვლისა და ხისგანაც. ბაბასყამას ზოგიერთი ნიმუშის ტარის ფორმაზე შეიმჩნევა თურქული იატაგანის გავლენა, რომელიც ორკაპა ფორმით ბოლოვდება. ორკაპთან ვხვდებით ნეკის სათითურს, რომელიც ქარქაშიდან ყამის სწრაფ ამოღებას ემსახურება. ქარქაშები დამზადებულია ხისაგან, რომელზეც ძირითადად შავი ტყავია გადაკრული. ყამის ქარქაშებისთვის დამახასიათებელია ოთხხუთ მწკრივად შემოვლებული სხვადასხვა ფერის (მწვანე, ყავისფერი და სხვ.) ტყავის სალტეები, რომელიც ფრაგმენტულად ჩაწნულია ქარქაშის ტყავში. აჭარულ ბაბასყამას თანამედროვე ქართველი ოსტატები ახლაც ამზადებენ.
მ.ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9