ყა ყდ ყე ყვ ყი ყო ყუ
ყაბ ყავ ყაზ ყაი ყალ ყამ ყან ყარ ყაუ ყაფ ყაღ ყაწ ყაჭ ყაჯ

ყაჭი

აბრეშუმის ამოხვევის დროს მეორეხარისხოვანი, ნარჩენი პარკიდან ამოხვეული ძაფი. ყაჭის ძაფს შემდეგნაირად ამზადებდნენ: დაალბობდნენ თბილ წყალში, მერე გამოხარშავდნენ, ნაჭერში გამოხვეულ პარკს ხვედით ან ფილთაქვით დაბეგვავდნენ. დაწეწილი ყაჭიდან ძაფს თითისტარზე დაართავდნენ, დაძახავდნენ, დახვეწდნენ და გორგლებად ამოახვევდნენ. ყაჭის ძაფი იხმარებოდა ხონჯრების საქსოვად, ჩურჩხელისათვის, ძველმანების დასაკერებლად და სხვა.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9