ყა ყდ ყე ყვ ყი ყო ყუ
ყვე ყვი

ყველი

რძისაგან დამზადებული საკვები პროდუქტი, რომლის კეთების დიდი ტრადიციები არსებობს საქართველოში. ყველი წარმოადგენს საკვები რაციონის უდიდეს კულტურულ მონაპოვარს. საგულისხმოა, რომ ყველის დამზადების ხელოვნებას არ ფლობდენ მომთაბარე მეურნეობით დაწინაურებულ ხალხთა დიდი ნაწილი, თვით რუსეთში, რომელსაც მესაქონლეობის უდიდესი ბაზა გააჩნდა, ყველის დამზადების კულტურასაც არ იცნობდნენ. საქართველოს ფლორა თავისი მრავალფეროვნების წყალობით ხელს უწყობდა სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის ყველის გამოყვანას. საუკუნეების განმავლობაში, ცალკეულ კუთხეებში, ჩამოყალიბდა ადგილობრივი ყველის სახეობათა ფორმები, რომლებიც თითოეული მათგანისათვის სამეურნეოდ ცხოვრების მახასიათებლად იქცა ასეთებია: თუშური გუდის ყველი, მეგრული და სვანური სულგუნი, ჯავახური - ჩეჩილი, იმერული - ხელური, აჭარული - ჩლეჩილი, ხელური და სხვა. საქართველოში ყველისაგან აკეთებდნენ ხაჭაპურს, აჩმას, გებჟალიას, ელარჯს, თაშმუჯაბს, ყაიმაღს, სინორს, ბორანოს. მიღებული იყო ყველის გახმობა, რისგანაც შემდეგ ამზადებდნენ ჩახარშოებულ ყველს ბრინჯთან და კვერცხთან ერთად.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9