ყა ყდ ყე ყვ ყი ყო ყუ
ყვე ყვი

ყველი გამხმარი

ერთგვარი ხერხით კონსერვირებული ყველი, რომელიც ზამთრის მარაგად გამოიყენება: წათხში გამაგრებულ ყველს ცხრილზე გააშრობენ, შუაგულში გახვრეტენ, ერთ თოკზე მრგვალად ააცვამენ და შუა-შუა ხის პატარა ნაჭრებს დაუტანებენ ერთმანეთს რომ არ მიედონ. შემდეგ შეიტანენ ისეთ სამეურნეო ნაგებობაში (მაგ., სასიმინდეში), სადაც უფრო მეტი ჰაერაციაა. ყველი უნდა გამოხმეს უმზეოდ, რადგან მზის დაცემა ყველის გამწარებას იწვევს. გამხმარი ყველი საუკეთესოდ ინახება. საჭიროების დროს ასეთ ყველს მსხვილ ნაჭრებად დაჭრიან, ჩაყრიან ქვაბში, მოადუღებენ ბრინჯთან და კვერცხთან ერთად, ჩაახლიან კვერცხებს და შეანელებენ პიტნით.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9