შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შაბ შავ შალ შამ შან შარ შატ შაშ

შავები

აქ: სამგლოვიარო სამოსელი. უძველესი პერიოდიდან მიცვალებულთან დაკავშირებით შექმნილ ტაბუაციის რთულ სისტემაში ერთ-ერთ საკითხს სამგლოვიარო სამოსელის ფერის შერჩევა წარმოადგენს. ძველი დროიდან ფერი სიმბოლური ინფორმაციის წყაროდ იყო მიჩნეული, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენდა ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. სხვადასხვა ხალხში ფერთა გამას სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. საქართველოში სამგლოვიარო სამოსი ძირითად შავი ფერისა იყო, აქედან მომდინარეობს სამგლოვიარო სამოსელის ერთ-ერთი სახელწოდებაც - „შავები“. ძველ საქართველოში გლოვის დროს ძირითად შავ ფერთან ერთად გამოიყენებოდა ლურჯი, ყავისფერი (ჯიგარი), იისფერი. სვანეთში და ხევსურეთში დაცული წესებით, შავთან ერთად წითელიც ჩანს გამოყენებული მიცვალებულის სახელზე მოკაზმული ცხენის აღკაზმულობაში, რაც საზეიმო და გლოვის ელემენტების შერწყმას უნდა გულისხმობდეს. სამეგრელოში დაცულია სამგლოვიარო სამოსელის სახეობა - „ონწერალი“, რომელიც შვილის, ქმრის და გაზრდილის - „მორდილი“- დაღუპვის დროს იყო გამოყენებული. ეს იყო თეთრი ნარმისგან („ჩენარმა“) დამზადებული კაბა. ამაზე „სამწარო“ აღარა ყოფილა, მაშინვე შეატყობდნენ, რომ ჩაცმულს ახალგაზრდა ახლობელი ჰყავდა დაკარგული.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9