ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაშ ბაჩ ბაც ბაწ ბაჭ ბახ

ბარი-ხისა, ძელბარი(ძვ.),ბარჯუკი (რაჭა), ბარულა (ძვ. იმერ.)

ძირითადად გამოიყენებოდა თიხით დაგლესილი ჭურების მოსახდელად. ერთ ხეში გამოთლილი სწორპირიანი ეს იარაღი გამოიყენება ასევე გაყინული მიწის საბარავადაც. დაგლესილ ჭურს, მოხდის წინ, გადაწმენდენ თოხით და გამოაჩენენ თიხას, რომელიც წინასწარ კარგადაა დაზელილი და დაგლესილი ჭურის ბადიმებზე. ხის ბარს ჩაასველებენ სუფთა წყალში და ჭურის თავის გარშემო შემოჭრიან თიხას. შემდეგ გადადებენ გვერდზე და მოხდიან ჭურს. ლითონის ბარის ხის ბარით შეცვლას ის გამართლება აქვს, რომ მოხდის დროს არასწორად წასულ რკინას შეუძლია დააზიანოს ჭურის ფარფლი (თავი), რაც გამორიცხულია ხის ბარით ჭურის მოხდის შემთხვევაში.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9