შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შაბ შავ შალ შამ შან შარ შატ შაშ

შალი, კული

მატყლის ძაფით საქსოვ დაზგაზე, ან ყაისნაღით და წინდის ჩხირებით მოქსოვილი მოსასხამი, საბეჭური შალი. შალის ქსოვილის მოსაქსოვად გამოყენებული იყო: საქსოვი ყდა (ხევსურეთი, ქართლი), აკაზმები (თუშეთი), ლაჯშიარ (სვანეთი), საფეიქრო (რაჭა), საქსელე (იმერეთი), საოშუალო (სამეგრელო). შალები იქსოვებოდა ორმაგი და ცალფა ძაფითაც. ძაფის დამუშავების მიხედვით იყო წაღმართად და უკუღმართად ნაქსოვი. დამზადების ადგილის მიხედვით ცნობილი იყო: მსხვილად აძახული ძაფით ნაქსოვი, ე.წ. ჯვარული და ონური, ცალფად აძახული ძაფით ნაქსოვი ხონური შალი. ასევე ლეკური, მუხახის შალი, იმერული შალი და სხვა. სახიან შალებს განეკუთვნებოდა: ღვედებიანი, ზოლიანი (რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი), კუბოკრული, ჭადრაკული (რაჭა, იმერეთი), კიბოიანი (სვანეთი), ფუთური (გურული), ირიბზოლიანი ნახჭიანი (ლეჩხუმი), ხარვეზიანი - ზოლსა და ზოლსა შუა დატოვებული ადგილით (იმერეთი) და სხვა. შავი და თეთრი მატყლის შერევით მრთველ-მქსოველები ახერხებდნენ სხვადასხვა ნეიტრალური ფერების მიღებას, რომლითაც ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ჩასაცმელს. შალის ნაწარმი, გარდა საკუთარი მოთხოვნისა, გასაყიდადაც მზადდებოდა. კაპიტალიზმის განვითარებამდე საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობა მოიხმარდა შინნამზად შალს. ქართული შალის საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ხევსურეთში.
ლ. მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9