შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შაბ შავ შალ შამ შან შარ შატ შაშ

შალი თივთიკის

ნაზი ქსოვილი, თხის ან ჯიხვის ბეწვის რბილი ბალნით ნაქსოვი: თხას ან ჯიხვს ბალანს რკინის სავარცხლით გამოვარცხნიდნენ და მაკრატლით აჭრიდნენ, საპენტელათი აპენტავდნენ, ცალკბილა საჩეჩელზე - „სავარცხელზე“ დაჩეჩავდნენ და თითისტარზე დაართავდნენ. თივთიკის შალით მზადდებოდა ყაბალახი, ჩოხა, კაბა, მხრის შალები, ხალათები, თავშლები. ძველ წერილობით ძეგლებში თივთიკი „თხისურის“ სახელითაცაა ცნობილი.
ლიტ.: ც. ყარაულაშვილი, ქსოვილების დამზადების ხალხური წესები. სსმმ. XXXIV, 1976.
ლ. მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9