შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შაბ შავ შალ შამ შან შარ შატ შაშ

შარვალი

საქართველოში და უმეტესად, აღმოსავლეთ საქართველოში, შარვლის შემდეგი ტიპები ჩანს გავრცელებული.
1. „ქართული“ - მოკლე ტოტებიანი, რომელთა შესაკერად ორი ან ოთხი განი ყოფილა საჭირო. ირიბადაჭრილ სათავეში, რომლის შესაკერად ზოგჯერ ძირითადი მასალის-შალის ნაცვლად ფერად აბრეშუმს (ალიშა, ყანაოზი) იყენებდნენ. შარვლის დასამაგრებლად სათავეში ხვანჯარი იყო გაყრილი. ოთხკუთხი ფორმის უბედ ირიბ ნაჭრებს ხმარობდნენ. თუ შარვალს ერთი განიდან შეკერავდნენ, მაშინ უბე ტოტებიდანვე უნდა შეედგათ. გლეხობაში ქვედა საცვლის ჩაცმა იშვიათად სცოდნიათ. ხამისაგან შეკერილ შარვალს ნიფხავს ეძახდნენ, სხვა ნაჭრისას კი „შალვარს“.
2. „ჩერქეზული“-თუ ქართული შარვლის მომხმარებლები ძირითადად გლეხობა იყო, ჩერქეზულს მაღალი ფენის წარმომადგენლები ატარებდნენ. ეს ტიპი შარვლისა სათავისაკენ იყო ხალვათი და ტოტები კი ვიწრო ჰქონდა. შარვლის ამ ტიპებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ჩანს
3. „ნაოჭიანი“ („ბუზმა“ - მესხეთ-ჯავახეთი) შარვალი. მასალად გამოიყენებოდა შინ ნაქსოვი შალის ქსოვილი. შედგებოდა ორი ტოტის, სათავისა და უბისაგან, რომელიც უკან 5 და წინ 3 მართკუთხედის ფორმის ნაჭრისაგან იყო შედგენილი. მათი შეერთების ადგილას ნაოჭი იყო მოჭრილი. ეს უჯიბო შარვალი ხვანჯრით იკვრებოდა. ნაოჭიანი შარვალი ახალციხეში XIX ს. 70-იან წლებშია გავრცელებული.
4. „ნაკეციანი“ შარვალი ნაოჭიანის შემდგომ შემოუღიათ და მას „დუმიანს“ ანუ „ყრმალსაც“ უწოდებდნენ. ეს იყო უბეგანიერი და ვიწროტოტება. უბეს გრძლად დაყოლებული ჰქონდა 10 ხელის დადება დაკეცილი შალის ნაჭრები, რაც შარვლის საჯდომ ადგილას ცხვრის დუმის მოყვანილობას აძლევდა. ამაზე ეცვათ წინდები და პაიჭები.
5. „ყაზახური“ შარვალი ხასიათდებოდა ზომიერი უბითა და ვიწრო ტოტებით. შარვალს წინა ნაწილი დახშული ჰქონდა.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX ს. სსმმ ტXIX-ა და XXI-ბ, 1957.
ც.ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9