შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შვე შვი

შვილებიანი ლიტრა

იგივე გამბულა ლიტრა. თიხისა, მრავალი ჭინჭილებისგან შემდგარი სარიტულაო დანიშნულების ღვინის ჭურჭელი. შინაარსობრივად ენათესავება სასმის „მარანს“, განსხვავება ფორმათა თავისებურებაშია. შვილებიანი ლიტრის დამზადების კერად ითვლება ქსნის ხეობის სოფ. ცხავატი, რომელიც მთელ ქართლში იყო განთქმული თიხის ჭურჭლის წარმოებით. შვილებიან ლიტრაში ერთი ძირითადი დედა-ლიტრა მოზრდილია და ჩარექა ღვინოს იტევს. დედა-ლიტრის მუცელზე შეზრდილი მცირე მოცულობის ჭინჭილები. ღვინო დედა-ლიტრში ისხმება და აქედან პატარა ლიტრებში ნაწილდება. სითხე ჭინჭილიდან ისმევა და ამ გზით დედა-ლიტრაც იცლება. სასმისში დიდი და მცირე ლიტრების არსებობამ განაპირობა მისთვის სახელწოდება „შვილებიანი ლიტრის“ მიკუთვნება. რაც შეეხება მეორე ტერმინს „გამბულა“, მისი ხალხში დამკვიდრება ჭურჭლის დამზადების წესის თავისებურებით არის მოტივირებული. ოდნავ შემშრალ ჭინჭილებსა და დედალიტრას პატარა ხვრელები უკეთდება, შემდეგ დედა-ლიტრას მუცელზე ორი სანტიმეტრის დაშორებით გვერდებდახვრეტილ ჭინჭილებს ჩხირებით მიამაგრებენ. დამაკავშირებელი ჩხირები თიხის ფენით იფარება, თიხითვე იმალება დედა-ლიტრასთან შეხების წერტილებიც. სასმისს მთლიანად წერნაქით მოაჭრელებენ დაგამოსაწვავად ქურაში - „თუნში“ შედგამენ. გამოწვის დროს ლიტრათა გადამბმელი, დამაკავშირებელი ჩხირები იწვის და მის ადგილზე ღვინის გასასვლელი ხვრელები რჩება.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9