შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შოთ შოლ

შოთი

პურის სახეობა, გრძელი და რკალისებური ფორმის. აქვს სქელი ყუა, თხელი პირი და წაწვეტებული ბოლო. განსაკუთრებით გრძელი და მოხრილი ხმლისებური შოთები იციან კახეთში, ქართლში კი შედარებით მოკლე შოთებს აცხობენ. სახელწოდება „შოთი“ წარმართულ ღვთაებასთან, მთვარესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ძველ საისტორიო წყაროებში საწირველად პურიცაა დასახელებული, ამასთან, ყოფითმა ტრადიციამ შემოინახა ხორბლის ზედაშეები, რისგანაც სარიტუალო პურებს აცხობდნენ. შოთი დღესაც განსაკუთრებით სადღესასწაულო დანიშნულებით გამოიყენება.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9