შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შოთ შოლ

შოლტი

მათრახის ერთ-ერთი სახეობა. სამ-ოთხ-ღერიანი მათრახი (საბა), შოლტი მათრახთან შედარებით გრძელია. მას იყენებდნენ მეცხვარეები და მეურმეები. შოლტის დასამზადებლად ხმარობდნენ 4-5 წლის საქონლის ტყავს. ტყავის „კოპით“ შოლტის დაწვნა შემდეგი წესით ხდებოდა: ჭუჭყის, ნარჩენებისა და კუნთოვანი ნაწილებისგან განთავისუფლების შემდეგ ტყავს შიდამხრიდან 1კგ მარილს მოაყრიდნენ, დაკეცავდნენ 8 ფენად და ინხავდნენ ჩრდილში 3 დღის განმავლობაში. წვენგამოშვებულ ტყავს ჩხირებზე ჭიმავდნენ და 3 დღეს მზეზე აშრობდნენ. შემდეგ „შოლტებად“ ჭრიდნენ. საგულედ იყენებდნენ კამეჩის ტყავის თასმას ან ცხენის ძუას, გამოაბამდნენ ხეზე და მათრახის ანალოგიურად დაწვნას შეუდგებოდნენ. კამეჩის ტყავის თასმა ან ერთად აღებული რადმენიმე ცალი ცხენის ძუა იმავე „გულს“ წარმოადგენდა. ერთ-ერთს დააბამდნენ ლითონის რგოლზე და ხეზე დაამაგრებდნენ. შოლტის დაწვნა 16 წვერით ხდებოდა. მათრახის დარად ფუნჯებს შოლტსაც უკეთებდნენ.
ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943. ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9