საძგერებელი იარაღი. „ვისრამიანის“ ქართველ ავტორს შუბი ამგვარად აქვს განმარტებული: „შუბები შანფურსა გუანდა, მწუადისა ნაცულად კაცი ეგის“-ო. ვეფხისტყაოსანში შუბი რამდენიმეჯერაა გამოყენებული. მაგ. „შუბი ვსთხოვე ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად“. ტერმინი „შუბი“ უძველეს ძეგლებში არ გვხვდება. იგი გავრცელებული ჩანს XII საუკუნიდან. ამ დროს უკვე ისე გაბატონებულა, რომ წინანდელი „ჰოროლი“ დაუჩრდილავს. შუბი შედგება: შუბის პირისა, წვერის და შუბის ტარისაგან. საქართველოში გვიანფეოდალური ხანიდან „შუბი“ ყველაზე გავრცელებულ ტერმინად გვევლინება როგორც სალიტერატურო ენაში, ასევე ეთნოგრაფიულ ყოფაში. აღსანიშნავია, რომ ყველა იმ ტერმინის ნაცვლად, რომელიც საძგერებელ იარაღს (ჰოროლი, ლახუარი, გმური, ლიბანდაკი, წათი და სხვ) გამოხატავდა, დამკვიდრდა ტერმინი „შუბი“.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი - მქემკი. ტ. III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3