შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შუბ შუკ შულ შუმ შურ შუფ

შუკუნაი

(ხევი) - მცირე ზომის ნიში, ამოჭრილი საცხოვრებლის - „სამყოფოს“ აღმოსავლეთის კედელში. გამოიყენებოდა ჯვარ-ხატების განსათავსებლად. შუკუნაი „საწმინდაო“ ანუ წმინდა კუთხეს და ფუძის ანგელოზის საბრძანისს წარმოადგენდა. ყოველ შაბათ საღამოს ოჯახის უფროსი - ფუძის ანგელოზს სანთლებს უნთებდა და იქვე, კედელში დამაგრებულ ქვაზე ან დედაბოძზე მიაკრავდა. მოხევეთა რწმენით, ფუძის ანგელოზი, გვარისა და ოჯახის მფარველად ითვლებოდა. რელიგიურ დღესასწაულებზე გვარის უხუცესი მის გვარში შემავალ ოჯახებს ჩამოუვლიდა და ფუძის ანგელოზს სანთელ ანთებული ევედრებოდა მათ კარგად ყოფნას. სხვა დროს კი, შაბათობით, ფუძის ანგელოზის სახელზე ლოცვას ოჯახის უფროსი აღავლენდა. ფუძის ანგელოზის საბრძანისთან დედაკაცის მისვლა იკრძალებოდა.
ლიტ.: ვ. ითონიშვილი, მოხევეების საოჯახო ყოფა, 1970.
ლ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9