ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩაბ ჩად ჩათ ჩაი ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაჩ ჩაჭ ჩახ

ჩადრი, "ჩადირ“ (სპარს), აჯიღა, ზეწარი, თერისტო

ქალის მოსაბურავ-მოსაბლარდნელი. მასალად გამოყენებული იყო ყალამქარი, ტილო, მიტკალი, მარმარი, მადარფაკი, ჩადრა და სხვა. ოთხკუთხა მოყვანილობის ჩადრი სწორი და გრძელი ქსოვილისგანაა დამზადებული. ამ ფართე მოსასხამის ქვედა ნაპირი გარკვეული წესით იყო შემომრგვალებული. შიგა თავსაბურავზე დამაგრებული და მთელი სხეულის დამფარავი ჩადრიდან ქალს მხოლოდ თვალები მოუჩანდა. პრაქტიკული თვალსაზრისით მისი გამოყენებით ტანსაცმელი დაცული იყო მტვრის, მზისა და წვიმისგანაც. ჩადრის ტარების ძველი წესი არაბებს სპარსელთაგან გადმოუღიათ. შემდგომში მაჰმადს იგი გაუთხოვარი ქალისათვის სავალდებულო წესად უქცევია. აბასიდთა ხალიფობის ხანაში კი საბოლოოდ დამკვიდრდა ყველა მუსულმანი ქალისთვის. ქართული ისტორიული წყაროები და ლიტერატურული ძეგლები ადრეული პერიოდიდან გვაწვდიან ცნობებს ქალის მოსაბურავის შესახებ. წამოსასხამის მნიშვნელობით გვხვდება „ვისრამიანში“ და „ვეფხისტყაოსანში“. ამ უკანასკნელში „აჯიღაც“ არის ნახსენები. გვიანფეოდალურ ხანაში „ჩადრი“ გვხვდება ანა დოლენჯიშვილის მზითვის სიაში (1876წ.), ბარბარე მანუჩარ თუმანიშვილის ასულის მზითვის სიაში (1808წ.), „ყალამქრის ჩადრი“ მოხსენიებულია იოსებ ორბელიანის ასულის ნინოს მზითევში (1827წ.) და „მარმარის ჩადრი“ მჭედელ გოგია ხოსრუას შვილის მეუღლის ქონების ანგარიშში (1815წ.) და სხვა. ჩადრი საქართველოში გამოიყენებოდა, როგორც ჩვეულებრივითავსაბური და არა როგორც სახის დასაფარი საშუალება როგორც ეს მუსლიმებთან იყო მიღებული.
ლიტ.: ნ. გვათუა ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა XIX-XX სს. 1967.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9