წყლის ასადუღებელი სპილენძის ჭურჭელი. ცივად კვერვის ტექნიკით გამოჭედილი. ჩაიდანი წყლის (ჩაის) ასადუღებელია, თითბრის კი ჩაის ფერის დასაყენებელი. ზომით რამდენიმეა: დიდი, საშუალო, პატარა, ძირი მოკალული აქვს, მრგვალი და ბრტყელი ან ქუსლიანი, გვერდები სწორი ან გამობერილი. გააჩნია ხუფი, სახელური და მილაკი. თითბრისა ანუ ჩაის ფერის გამოსაყვანი ჩაიდანი, დახვეწილი ფორმის, ორნამენტებით შემკული.
ჩაიდნები მზადდებოდა სპილენძის, თითბრის, ვერცხლის, ფაიფურისა და თიხისაგანაც კი. ჩაის მოხმარებამ განსაკუთრებით გაამრავალფეროვნა ჩაიდნების ფორმები და მათი შემკულობა.
ც. კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3