ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩაბ ჩად ჩათ ჩაი ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაჩ ჩაჭ ჩახ

ჩანთა

ნივთთა სატარებელი. მასალად იყენებდნენ დარაიას, შალს, მაუდს და სხვა. ზედაპირს ქარგავდნენ ფერადი ძაფებით ან ამკობდნენ ბისერებითა და კილიტებით. სულხან-საბას განმარტებით, ჩანთა სხვათა ენაა, ქართულად ხილინდარი ეწოდება. ჩანთა დანიშნულებით სხვადასხვა ზომის ნივთების სატარებელია, რომელიც სამგზავროდ მეტად მოსახერხებელია. შესაძლოა ჩანთის წინამორბედად ჩაითვალოს ძველ ყოფაში გავრცელებული აბგა (იხ.) და ბოხჩა (იხ.). საქართველოს მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცულია მეტად საინტერესო კოლექცია ხევსურული ჩანთებისა. მასალად გამოყენებულია ტოლი. ჩანთები ფორმისა და ზომის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება, მათზე გამოყვანილი ჯვრული და ნაირსახოვანი ხევსურული ორნამენტები ზოგჯერ ძაფებითა და ბისერებითაა ნაქარგი. ხევსურული ჩანთა ძირითადად საშუალო ზომისაა, აქვს გრძელი სამხრეული. ზომისა და ფორმის მიხედვით საკმაოდ ახლოს დგას თანამედროვე ჩანთასთან.
გ.კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9