ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაშ ბაჩ ბაც ბაწ ბაჭ ბახ

ბასილა

საახალწლო რიტუალური პური. აცხობდნენ ახალი წლის წინა ღამეს, წარმოადგენდა ადამიანის გამოსახულებას, რომელსაც ნაყოფიერების მინიჭების მიზნით ფალოსის ნიშანი ჰქონდა გაკეთებული. ბასილას კვერსინახავდნენ წყალკურთხევამდე. ამ დღესასწაულზე ბასილას აიღებდნენ, თოხის ტარზე გადაატარებდნენ და სხვას გაუნაწილებდნენ სიტყვებით - „უხვი მოსავალი მოგვცესო“. მეცნიერებაში გამოთქმული აზრით, ბასილა, ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი სარიტუალო პურია, იგი საახალწლო ხონჩის// აბრამიანის (იხ.) განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდა.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9