ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩაბ ჩად ჩათ ჩაი ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაჩ ჩაჭ ჩახ

ჩაქურა

მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტი, რომელიც გავრცელებული იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურია-აჭარასა და სამეგრელოში. ამ ტიპის ტანსაცმლისათვის დამახასიათებელია ჩოხაახალუხის უჩვეულო სიმოკლე, რომელთა სიგრძე მამაკაცის წელს ეთანასწორება.
მასალად გამოიყენებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე ფაბრიკულ ნაწარმს, კერძოდ, საჩოხე შალეულს, ახალუხებისათვის კი აბრეშუმის ტილოს ან ბამბის ქსოვილების, ელეგისათვის შალს და მაუდს. ამავე მასალისაგან ამზადებდნენ შარვლებს. სარჩულად იყენებდნენ ატლასს, სატინას, ნარმას.
კომპლექტის ძირითადი ელემენტებია: მოკლე, წინჩახსნილი, მასრებიანი ჩოხა - „ჭონია“, „კვარტუა“, მოკლე, ორჯიბიანი, საყელოიანი და გულდახურული ახალუხი - „ზუპუნა“ და მის შიგნით ჩასაცმელი უსახელოებო ზედატანი - „ელეგი“, განიერუბიანი შარვალი „ჩაქურა“, რომლის სახელწოდება შემდგომ კომპლექტის აღმნიშვნელიც გამხდარა, ამ ტიპის კომპლექტის თავსაბურავში შედის ცხვრის ტყავისა და ქეჩის ქუდები, ასევე ყაბალახი და ფაფანაკი, ფეხზე წინდა-პაიჭებთან ერთად ქალამანი, მესტები, ჩექმები. ჩაქურიან მამაკაცებს წელზე ერტყათ ჭრელი აბრეშუმის ფართე და გრძელი „თოლაბულუხის სარტყელი“ და ტყავის ქამარი - „ბელყაიში“, რომელზედაც ეკიდათ ან გაჩრილი ჰქონდათ იარაღი (მოკლე სატევარი, დამბაჩა - „ფიშტო“ და სხვადასხვა ნივთები (სავაზნე, საქონე, მათარა, ქისა და სხვ.).
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9