ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩეთ ჩეკ ჩელ ჩემ ჩეო ჩექ ჩეჩ

ჩელთი

ფარის ნაირსახეობა. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით ჩელთი ფარია „ოთხკუთხი“ ან „კვერცხებრი“ ფორმის. ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ჩელთი აღარ გვხვდება, არსებობს „ჩელტი“ (რაჭ. იმერ.) - წნული, ლასტი, წნულისაგან დაღობილი გრძელი და ოთხკუთხა, აბრეშუმის ჭიის დასასმელი (ალ. ღლონტი). თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით ქართველურ ტომებს წნელისგან მოწნული და ტყავგადაკრული ფარები ჰქონდათ, მაშინ სავარაუდოა, რომ ეთნოგრაფიული ტერმინი „ჩელტი“, შორეულ წარსულში ფარადაც ანუ ჩელთად გამოეყენებინათ, რასაკვირველია, უფრო მჭიდროდ მოწნული და საბღუჯით აღჭურვილი (იხ. საბღუჯი).
ლიტ.: ალ. ღლონტი -ქკთსკ, 1984. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ.III-IV, 1962.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9