თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა, რომელიც შედგება მუნდშტუკის (ბოლის შესასუნთქი) და მცირე ზომის ჩაღრმავებული ჭურჭლისაგან (თუთუნის ჩასაყრელი). ჩიბუხი საქართველოში აღმოსავლეთიდანაა შემოსული. ძველად ჩიბუხს მაღალი წრის მამაკაცები ეწეოდნენ, შემდეგ კი იგი ფართო მოხმარების საგნად იქცა. ჩიბუხს ძირითადად ამზადებდნენ ხისა და თიხისაგან, ზედაპირს ზოგჯერ აპირკეთებდნენ სადაფის ქვითა და ვერცხლით.
გ.კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3