ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩიბ ჩივ ჩით ჩიკ ჩირ ჩიქ ჩიჩ ჩიხ

ჩიხრიხი

  1. ხის ხელსაწყო, რომელიც ბამბას აცლის კურკებს. საშუალო ზომის ჩიხრიხი ნახევარი მეტრი სიმაღლისაა. ესაა ორი ბოძი, რომელთა ზემო ნაწილში გაყრილია ორი მრგვალი სახელურიანი ჯოხი, ჩიხრიხზე მუშაობს ორი კაცი, რომლებიც აქეთ-იქიდან ატრიალებენ ჯოხებს და მათ შუაში მჭიდროდ მოქცეულ ბამბას. ასეთი ტრიალის შედეგად სცვივა კურკები. გაწმენდილი ბამბა იპენტება ხის ჯოხით.
    ლ. მ.
  2. თხის ბალნის დასართავი იარაღი. შედგებოდა კისერზე ჩამოსაკიდებელი მოხრილი გირკალისაგან. მის ქვედა ნაწილში გატარებული იყო ჯოხი. ჯოხის მეორე ბოლო გადიოდა ორ გადაჯვარედინებულ ბრტყელი ჯოხების ცენტრში. ჯოხის ხელის გულებით დატრიალებისას მიწაზე დაფენილი ბალანი ჩიხრიხის ჯოხზე ეხვეოდა. ჩიხრიხის ბალნის დასართავად გამოყენებას მისდევდნენ კახეთსა და მთიულეთში.
    ლ. მ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9