ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩოგ ჩონ ჩორ ჩოტ ჩოღ ჩოჩ ჩოხ

ჩორაბდარი

(სამცხ.-ჯავახ.) - ერთგვარი წინდა. მასალად გამოიყენებდნენ თეთრ ან შავ გრძელბეწვიან ძაფს. საქალო დაბალყელიანი წინდები ნაკლებსახიანი იყო. მამაკაცები მაღალყელიან წინდას ხმარობდნენ, ჭრელს. არსებობდა რამოდენიმე სახის ჩორაბდარი: სადა, გრეხილიანი (ყელიდან მთელ სიგრძეზე ერთი გრეხილით), ნაოჭიანი, „ყაბარალი“ - უჯრებიანი (ყელი იყო უჯრებიანი), ჭრელი - საქუსლეები და სათითეები სქლად ჰქონდა მოქსოვილი. მესხეთ-ჯავახეთში კარგად ნაქსოვი ჩორაბდარები საჩუქრის საგნადაც ქცეულა. გასათხოვარი ქალები წინასწარვე ამზადებდნენ დიდი რაოდენობით, როცა ქმრისიანები რძლის წასაყვანად ეწვეოდნენ ოჯახს. სტუმრად მოსული ყოველი მამაკაცი წყვილი წინდით - და პატარძლის ნაქარგი ცხვირსახოცით დასაჩუქრდებოდა. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა აბრეშუმის წინდები და პაიჭები, რომელთაც ფერადი სახეებით აჭრელებდნენ და ამკობდნენ ოქრომკედის არშიებითა და კუწუბებით.
ც.ბ
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9