ცა ცე ცვ ცი ცუ ცხ
ცელ

ცელი

ხის გრძელტარიანი რკინის იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა პურეული კულტურებისა და ბალახის სათიბად. ცელი წარმოადგენს ბასრპირიან, ოდნავ წელში გახრილ იარაღს. ყუაზე აქვს კოპი, რომელიც მაგრდება ხის ტარში და უკეთდება რგოლი. რგოლსა და ტარს შუა ედება პატარა ხის სოლები, ცელის ყუა მათ შუა იჭედება და მყარად ერგება ტარს.
ახალ ცელს რკინის გრდემლზე პირს პატარა ჩაქუჩით გამოუკვერავენ, ხოლო შემდეგ გალესავენ სალესით. ცელს, როგორც წესი, უკეთდება სახელური - თიბვისას მცელავმა მყარად რომ დაიჭიროს ხელში. პურის თავთავის მკისას ცელის ტარზე ამაგრებენ ფიწალს, რაც ხელს უწყობს მოცელილი მასის მწყობრად დაწყობას ნაწვერალში. ცელი არის სხვადასხვა ზომის, იმ სამუშაოთა და ადგილის გათვალისწინებით, სადაც უნდა ემუშავათ. მაგ., მთის ცელი მოკლეა, ხოლო ბარისა უფრო გრძელი. როგორც წესი, ცელს ამზადებდნენ სოფლის მჭედლები. ცელი წარმოადგენს ნამგლის განვითარებულ ნაირსახეობას. იგი ძველი დროიდანვე იხმარებოდა საქართველოში.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9