ცულ-ნაჯახების ერთ-ერთი სახეობა. სოლა ცული, ანუ სოლა ნაჯახი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში წარმოქმნილი და ფართოდ გავრცელებული, ე.წ. „ქართული ცულის“ ნაირსახეობაა, რომლის სახელწოდება სრულად გამოხატავს მის აღნაგობასა და სამეურნეო დანიშნულებას. აღნაგობით სოლს წააგავს. სხვა ცულ-ნაჯახებისგან განსხვავებით, მას აქვს ვიწრო და მაღალი პირი. ეფექტურია ხის მოჭრისას და მორის გასაპობად. აგრეთვე კარგად ასრულებს სოლის დანიშნულებას. სოლა ცული ძირითადად გავრცელებულია მთიან აჭარაში, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც.
ლიტ.: ნ. კახიძე, მაჭახლის ხეობა, ბათუმი, 1974.
ა.გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3