ცა ცე ცვ ცი ცუ ცხ
ცხა ცხე ცხრ

ცხრილი

მარცვლეულის საცხრილავი. იხმარებოდა კალოობისას, ლეწვის დროს პურეულის საცხრილავად. სანამ ხვავს კალოდან აიღებდნენ, ხორბალს ჯერ ცხავში გაატარებდნენ, მას მსხვილი თვალები აქვს და მარცვალი გადის ცხავში, დიდი ნარჩენები კი შიგ რჩება. ცხრილს წვრილი თვალები აქვს, გაცხრილვის დროს ხორბლის მარცვალი შიგ რჩება, ქვეშ გადის წვრილი ნარჩენი, მიწა. ხის ცხრილი მზადდებოდა თხმელის ან თხილის ტკეჩისაგან, იწვნოდა იმ ზომის თვლებით, რომ შიგ მარცვალი არ გავარდნილიყო. ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულია ორი სახის ტყავის ძირიანი ცხრილი: გამოწნული ტყავის თასმებით და დაჩვრტილი სამეურნეო კულტურების გასაცრელ-გასაცხრილავად. ორივე ტიპის ტყავის ცხრილი ხის სალტეზე იყო გამოკრული. ტყავის ცხრილების დამზადების ტრადიცია ეთნოგრაფიულ ყოფაში არ დასტურებდა. ხის ცხრილებს კი ამჟამადაც აკეთებენ და ბაზრობებზე მათი საუკეთესო ნიმუშებია გამოტანილი.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9