ძა ძე ძი ძნ
ძელ ძეწ ძეხ

ძეწკვი

მირჩილული და მიურჩილავი რგოლებით შედგენილი სამკაული, რომელსაც ამზადებდნენ ოქროს, ვერცხლის, პლატინის, თითბრის, სპილენძის მოოქროვილი ან მოვერცხლილი მეტალისგან. ძეწკვები იხმარება ჯვრების, კულონების, მედალიონების, საათების, ლორნეტების, სათვალეების და სხვა ნაწარმის სატარებლად. მსხვილი ძეწკვი შეიძლება დამოუკიდებელი სამკაულიც იყოს. რგოლების ფორმის მიხედვით არის ჯავშნისებური, ღუზისებური, ხვეული და სხვა. ძეწკვს აქვს საკეტი. საქართველოში ძეწკვები გავრცელებული იყო ჯერ კიდევ ადრეანტიკურ ხანაში. ძვ.წ. IV-V სს-ში ძალიან პოპულარული იყო ფანტასტიკური ცხოველების თავებით დაბოლოებული ძეწკვები. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში აღმოჩენილია სხვადასხვა სტილით ნაკეთები უბრწყინვალესი ხელოვნებით დამზადებული ძეწკვები. ადგილობრივ დამზადებული ძეწკვების გარდა ფართოდ იხმარებოდა უცხოური (ბერძნულ-რომაული) ძეწკვებიც. XIX ს-ში დიდი რაოდენობით ძეწკვები შემოდიოდა რუსეთიდან და ევროპიდან.
ლიტ.: ს. სელივანკინი, პ. სერენკო, პ. ციპლაკოვი, საიუველირო საქონელი და საათები, 1958.
მ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9