ძა ძე ძი ძნ
ძელ ძეწ ძეხ

ძეხვი,(ქართლ.კახ.)შიგნით, შიგნითადი(თუშ.), ძეხვი, მძეხვი(ფშ.), ჭიჭნაგური (ინგ. ჭან.), კუპატი (იმერ.).

გასუფთავებულ, მსხვილ ნაწლავებს გადმოაბრუნებენ, გაბერავენ და მზეზე გააშრობენ. შემდეგ ცოტათი დაასველებენ და ჩატენიან მასში წინასწარ გამზადებულ დაკეპილ ხორცსა და ქონს, შენელებულს მარილით, მწვანილებითა და ხახვით, თავბოლოს მოუკრავენ, მოკეცავენ ორად და გააშრობენ მზეზე, ან კერის თავზე. კარგად გაკეთებული შიგნითა 3-4 წელი ძლებს. საჭიროების დროს მოხარშავენ ან შეწვავენ. სისხლშერეული შიგნეულისა და ხორცის ძეხვს ეწოდება „ქუმფასი“.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9