წა წბ წე წვ წი წმ წნ წუ წყ
წათ წალ წამ წან წაღ

წალდი

რკინისპირიანი და ხის ტარიანი იარაღი, რომლის მრავალნაირი ფორმა არსებობს. წალდის გამოყენების ხანგრძლივ, უწყვეტ ტრადიციას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა (ბრინჯაოს წალდები). გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში. წალდი არის სანიადაგო იარაღი ტოტებისა და ბუჩქნარების საკაფავად. ძირითადად გავრცელებულია ორი ტიპი: ნისკარტიანი-ტოტების მოსაწევად და უნისკარტო სათლელ-საკეპად. ფართოდ გამოიყენებოდა საყანე ადგილის მომზადებისას ჩირგვების, ბუჩქნარების, ბარდების გამოსაკაფად. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ წალდებს ყუა ზემოდან უკეთდება, სადაც ჩაესმებათ ტარი, ხოლო დასავლეთში ნაჯახისებური ყუა და გრძელი ტარი აქვთ. წალდი საქართველოს ფარგლებს გარეთ გვხვდება ჩრდილო კავკასიაში, ჩერქეზეთში, ლეკებში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეულ ლაზეთსა და შავშეთში, აზერბაიჯანის ქართულ მოსახლეობაში (საინგილო) აკად. გ. ჩიატაიამ ყურადღება მიაქცია ადიღეური წალდის სახელწოდებას - „სალდა“-ს, რომელიც ქართული წალდის სახენაცვალ ფორმად მიიჩნია. არის მოსაზრება, რომ წალდის ეს ტიპი გენეტიკურად კოლხური კულტურის მონაპოვარია. ეთნოგრაფიული მასალებითაც დასტურდება, რომ წალდი აღმოსავლეთ საქართველოში რაჭა-იმერეთიდანაა გადმოსული.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. გ. ჩიტაია, შრ. ტ. V, 2001.
ა. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9