წა წბ წე წვ წი წმ წნ წუ წყ
წათ წალ წამ წან წაღ

წამოსასხამი

აქ: ხევსური ქალის გარეთი, რიტუალური სამოსელი. მასალად გამოყენებულია ადგილობრივი, საოჯახო წესით დამზადებული შვინდისფერი შალი - „ტოლი“. კალთების ბოლოები და ნაკერის თითქმის ყველა ადგილი დაფარულია ოქროსფერი ძაფის ყაითნით ან ბრტყელი სირმით, თეთრი ღილებითა და ფერადი მინის მძივებით. წელის გასწვრივ, აქა-იქ შემორჩენილია წვრილი მძივების მცირე აცმა, რომელზედაც მსხლის ფორმის ყვითელი ლითონის სამკაულები კიდია. ცრუსახელოებით შედგენილი ეს წამოსასხამები ფორმითა და დანიშნულებით ნათესაობას ამჟღავნებს საქართველოში, მცხეთასა და ატენში გამოვლენილ ქანდაკებათა (VI-VII სს.) სამოსელთან.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, ხევსური ქალის ორი წამოსასხამი, მსე ტ. XXVI, 2004.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9