წა წბ წე წვ წი წმ წნ წუ წყ
წბე

წბერი, ხარხიმი

ყურძნის საწური ხალხური სამეურნეო საშუალება. გაწყობილი იყო ცალმხრიანი ბერკეტის პრინციპზე. წნეხვისათვის ძალის მოდებას ემსახურებოდა ხრახნი//ხრახნილი. საქართველოში წბერის//ხარხიმის ორი სახეობა იყო ცნობილია: ხრახნიან-ტვირთიანი და ხრახნიან უტვირთო. წბერი// ხრახნი შედგებოდა სამუშაო ნაწილისა და დასაწნეხი ყურძნისათვის განკუთვნილი ფიცრის ჭურჭლისკოდის// ჩალანგარისაგან. ტვირთიანი წნეხის სამუშაო ნაწილს შეადგენდა ხრახნლი -მიწაში ჩამაგრებული მუხის ან თელის ხის კაპა, მის თავში დამაგრებულია სხვადასხვა ხის (გარდა ცაცხვისა) ორკაპა დირე და ვაშლის ხის ქანჩი//დავთი//ქუდი, დავთში გაყრილია, ე.წ „ძივა ისარი“ და მის ბოლოზე ჩამოცმულია ქვის კვირისტავი. ქვის თავზე - ხრახნში გაყრილი კეტის საშუალებით ხდებოდა ისარის ხრახნის ამოძრავება ზევიდან ქვევით და პირიქით. გადაცემული ძალით ხდებოდა კოდიდან ნაწბერის დინება. წბერი-ხარხიმი უმეტესად გავრცელებული იყო რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში.
ლიტ.: ა. ლეკიაშვილი, ქართული ხალხური ღვინის წნეხები, მსე. ტXII-XIII, 1969.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9