წა წბ წე წვ წი წმ წნ წუ წყ
წურ

წურწუმა

მილაკიანი წყლის ჭურჭელი. ფორმით „იბრიღ, იბრეხ, იბრეღ“-ის იდენტური. წურწუმა კეთდებოდა სპილენძის ფირფიტებისაგან. არის მოკალული და მოუკალავიც. წურწუმის დამახასიათებელია ლამაზად გამოყვანილი მილი. ძირი ქუსლიანი ან ბრტყელი აქვს, მუცელი - მრგვალი ან მსხლისებური, ყელი მაღალი, ძირში განიერი, პირისკენ ვიწრო. ჭურჭლის ტანზე და პირთან დამაგრებულია სპილენძის სამჭვალეებით წურწუმა აღმოსავლური ჭურჭელია. მას ძირითადად იყენებდნენ ვარდის წყლის დასაყენებლად, ხელ-პირის დასაბანად, რიტუალური დანიშნულებით ხმარებაში იყო აგრეთვე წურწუმა-სურა, თუნგი-წურწუმა. წურწუმა საქართველოსთვისაც ტრადიციული ჭურჭელი ყოფილა, რაც XIX ს. არქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება. მას პარალელები თიხის ჭურჭელთან ეძებნება.
ც. კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9