ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭა ჭად ჭალ ჭან ჭაპ ჭარ ჭახ

ჭალადიდური ნიში

დიდი ზომის ნავი, რომელიც XX ს. შუა წლებამდე იხმარებოდა რიონსა და ხობზე. ნავის ეკიპაჟი 8-10 კაცისგან შედგებოდა, რომელთაგან ერთი მესაჭე იყო, ერთი ჭოლოკინით ნავის თავში იდგა, ხოლო დანარჩენები ნიჩბებთან ისხდნენ. ამგვარ ნავებს ერთი აფრაც ჰქონდა, მაგრამ მას ნაკლებად იყენებდნენ. ჭალადიდური ნიში 12-15 მ სიგრძის ნავს წარმოადგენდა და იტევდა 200-300 ფუთ ტვირთს. ტერმინი „ნიში“ მეგრული ნისორიდანაა შემოსული, რომელიც თავდაპირველად ერთ ხეში ამოღებულს ნიშნავდა.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9