ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭა ჭად ჭალ ჭან ჭაპ ჭარ ჭახ

ჭანჭიკის ხელსახოცი

(ხევს.) - თავისებური სათაურა, რომელიც მანდილზე ადრე გამოიყენებოდა ხევსური ქალის თავსაბურავად. მისი მოხმარება განსაკუთრებული ვარცხნილობით იყო შეპირობებული. ეს იყო ბრტყლად დაკეცილი ბამბის ხელსახოცი, რომლის შუბლის ნაწილი საგანგებოდ ირთვებოდა შალის ფერადი ძაფებითა და მძივ-ღილებით. ძველად ხევსურეთში ქალები გრძელთმიანები ყოფილან. გაზრდილი თმებისაგან რამდენიმე ნაწნავი - „ნაჭაპნი“ უნდა დაეწნათ. ყურებთან ორ-ორს გრძელს დაიტოვებდნენ, ლოყების გასწვრივ კი სამ-სამს დაახვევდნენ და შუბლთან გადაიჯავრედინებდნენ. ამ ვარცხნილობაზე ჯერ თავშალს - „ჩიქილას“ გადაიფარებდნენ და შემდგომ ხელსახოცით თავზე დაამაგრებდნენ, ისე რომ შუბლთან თმები გამოჩენილიყო და ხელსახოცის მორთული ნაწილიც. ხელსახოცს უკან შეიკრავდნენ და მის ფუნჯებით გაწყობილ ბოლოებს კი მხრებზე გადმოუშვებდნენ. „ჭანჭიკის ხელსახოცს“ უკავშირდება შემდგომში ხევსური ქალის თავსარქველად საკმაოდ ცნობილი „სათაურას“ განვითარების გზა.
ც.ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9