ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭია ჭიბ ჭიგ ჭიკ ჭილ ჭინ ჭირ ჭიფ ჭიქ ჭიშ ჭიჭ

ჭინჭილა

ღვინის სასმისი. მზადდებოდა როგორც თიხისგან, ასევე ხისგანაც (ბზა, კაკალი, ძელქვა). მუცლიანი და ყელიანი პატარა სასმისია. შავ ფორმებში გამოთლის შემდეგ მუცელს ძირიდან შეყვებიან და გამოიღებენ პატარა ხვეწებით, შემდეგ ყელს გახურებული შანთით ჩახვრეტენ და ძირში ხეს გამოუყენებენ. თიხის ჭინჭილები გვხვდება როგორც მოჭიქული, ასევე მოუჭიქავიც. აქვთ თითის გასაყრელი სახელური - ყური. ჩარხზე გამოთლილი ხის ჭინჭილები ერთობ ლამაზი შეხედულებისაა. თავისი კოპწია მუცლებითა და ლამაზად გამოყვანილი სატუჩეთი. ღვინოს ძუნწად აწვდის და ღვინოს მოწყურებულ ადამიანს სმის სიამოვნებას უხანგრძლივებს.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9