ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭობ ჭოგ ჭოთ ჭონ

ჭონია, კვარტუა

მოკლე ჩოხა. მამაკაცის სამოსელის კომპლექტის - „ჩაქურას“ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი. მასალად გამოიყენებოდა შავი, წითელი, ყავისფერი, ცისფერი შინნაქსოვი შალი, ასევე მაუდი და ატლასი, სარჩულად უდებდნენ ბამბის ქსოვილებსაც. ჰქონდა: წინა კალთები, საგულე, ზურგი, ანუ მხარი, სახელოები-სამკლავე, მაჯები, სამასრე ჯიბეები, გულთათები (გურია).
წინგახსნილი ზედატანი წელზე იყო მოყვანილი. დასამკუთხებული გულისპირის კალთები გვერდებში თითო ხელის დადებაზე იყო შეხსნილი. გულისპირზე დაკერებულ გულთათებში ხშირად ხისთავიანი მასრები ეწყოთ, წარჩინებულთ კი სპილოს ძვლისა, ან ვერცხლით მოჭედილი და სევადიანი.
მაჯები და ზურგი ხშირად ორპირი ქსოვილისა იყო, ზოგჯერ სახელოებს იდაყვის ქვემოთა ნაწილზე მეში ჰქონდა წაკერებული. კალთა-სახელოთა ნაპირები ყაითანშემოვლებული და ზოგჯერ სირმითაც იყო დამშვენებული.
ჩოხას იკერავდნენ აბრეშუმის ძაფის ღილ-კილოებით ან ყინჩების მიერ დამზადებული ლითონის (თითბერი, ვერცხლი) ღილებითაც. კალთების ბოლოზე ეკერათ შალის ძაფის დაგრეხილი ზონარი, რომელსაც უკან შემოტარებით წინ შეიკრავდნენ. ჭონიაზე ერტყათ სამფერი აბრეშუმის გრძელი და განიერი „თოლაბუსის სარტყელი“.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9