ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭუკ ჭურ

ჭუკია

თიხის ჭურჭლის გამოსაწვავ ქურაზე ცეცხლის შესანთები „თვალი“. ტერმინი გავრცელებულია ლეჩხუმის რაიონში, ხოლო მისი შესატყვისი „სათვალე“, „შეშის შესართმევი“ დასტურდება თიხის ჭურჭლის კეთებით ცნობილ ყველა ცენტრში. ქურის წინა ნაწილზე - სიგანეზე ერთიმეორისაგან განცალკევებული ცეცხლის შესანთები ოთხი ჭუკია მოთავსებული. ასეთივე სამი ჭუკი-კვამლის გასასველად და დაკვირვების საწარმოებლად ქურის უკანა კედელშია დაყოლებული. ქურაში ქვევრ-ჭურჭლის შეწყობამდე და ცეცხლის დანთებამდე უკანა ჭუკები ნამჯით ამოივსება და შეილესება. ცეცხლის გაძლიერების დროს, უკანა კედლის ჭუკიებიდან შელესილი მიწა ჩამოიფხიკება, იქიდან გამოწვის დამთავრების მომასწავებელი ნაპერწკლები ამოცვივა და შეშის შეკეთებაც შეწყდება.
ლიტ.: ფ. გარდაფხაძე, მეჭურჭლეობა და მექვევრეობა ლეჩხუმში, მმ.ტ. XIVB, 1947.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9