ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭუკ ჭურ

ჭური, ქვევრი

ღვინის შესანახი დიდი ზომის თიხის ჭურჭელი. ჭურის მკეთებელ ხელოსანს „მეჭურე“, ხოლო დარგს „მეჭურეობა“ ეწოდებოდა. ხელოსანი ჭურის ძირს ასე ერთ მტკაველამდე „მორგვზე“ აშენებს. შემდეგ საგანგებო სადგამზე გადააქვს. 70 სმ სიმაღლის ამოყვანის შემდეგ ხდება მშენებარე ჭურის „დაკუტება-დაბინავება“ ცალკე ადგილზე, სადაც ხდება მისი ეტაპობრივი შენება-ამოყვანა თიხის ფთილების ან „სორსოლებისაგან“.
ჭურის შენებას სჭირდება გათითვა, გალესვა, შებეჭვა, შეყელვა, დაფარფლა და ა.შ. ეს შრომატევადი სამუშაო პროცესები ზუსტი თანმიმდევრობით მეორდება ყოველი ჭურის აშენებისას.
ჭური დასავლეთ საქართველოში მხოლოდ დიდი ზომის ჭურს ეწოდება. ტერმინი ჭური, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული იდენტური ჭურჭლის-ქვევრის სინონიმია. დიდი ჭურის გასარეცხად კაცი შიგ უნდა ჩავიდეს, ამიტომ მას ჩასავალსაც უწოდებენ. ჭურის ტევადობა ოცფუთიანიდან-სამასფუთიანამდეა. შროშული მეჭურეები დღეისათვის მხოლოდ „კუნჭულოიან“ ჭურებს აკეთებენ. კახელი მექვევრეები „კუნჭულოს“ შესატყვისად „ქუსლს“ ხმარობენ; საირმელი (ლეჩხუმი) ხელოსნები - „მუჯოროს“; გურული (სოფ. აცანა, აკეთი) - „ჭურის ნიჟურს“, „კუშტურს“ უწოდებენ და ა.შ. საგანგებოდ ამზადებენ ე.წ. „საზედაშე“ და „საღვთო“ ჭურებს.
ც. კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9