ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭუკ ჭურ

ჭურჭელი

აქ: სპილენძის სამზითვო ჭურჭელი, რაც სოციალურ ურთიერთობაში გამოკვეთილადაა წარმოდგენილი. მზითევი ქალისათვის მამის ოჯახიდან გატანებული ქონებაა. მზითევის გატანება წესად იყო ყველა წოდებისა და მდგომარეობის ქალისათვის. სამზითვო სპილენძის ჭურჭელია: ტაშტი, თუნგი, ქვაბი, ტაფა, ავგარდანი და ა. შ. მდიდარ ოჯახებს არყის გამოსახდელი ქვაბიც კი გაუტანებიათ მზითევში. გამზითვების დროს წინასწარ ხდებოდა გარიგება თუ რა სპილენძის ჭურჭელს მისცემდნენ პატარძალს. აჭარაში საქორწილო საჩუქრებში ყველაზე ფასეული სპილენძის ჭურჭელი ყოფილა. ხოლო „ავგარდანი“-ს (ბანაობისას წყლის დასასხმელი ჩამჩა) ნაცვლად მდიდარი ოჯახები იმავე დანიშნულებისთვის ატანდნენ „ტაშტ-წურწუმას“, ანუ „ალთაფას“ ტოლჩით.
სამზითვო ჭურჭელს შეკვეთით ამზადებდნენ, უკვეთავდნენ ყველაზე კარგ ხელოსანს - ოსტატს. ხელოსანიც დაინტერესებული იყო სანიმუშო ჭურჭელი დაემზადებინა. ჭურჭლის ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელია ფორმის დახვეწილობა, ყოველი მათგანი შემკულია ლაკონიურად და ქართული ხალხური ხელობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მათზე შესრულებული წარწერებით დასტურდება სპილენძის ჭურჭლის მზითვად გატანების აღნიშნული წესებიც.
ლიტ.: მ. იაშვილი, მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიისათვის (მზითვის წიგნები), 1974.
ც. კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9