მთიელთა საჭმელი. ხავიწის მოსამზადებლად გაადნობენ ერბოს, აადუღებენ, დააყრიან ფქვილს და ნელ-ნელა შეზელენ ერთმანეთში, სანამ კვლავ არ წამოდუღდება. შემდეგ გადმოდგამენ ცეცხლიდან. ცოტა რომ შეიყინება, აწყავენ სპილენძის ჯამით - ჩანახით და ჩააკალაპოტებენ. გაციებულ ხავიწს გადმოაპირქვავებენ ფიცარზე და დაჭრიან სათანადო ზომაზე. ასეთნაირად მომზადებული ხავიწიდიდხანს ინახება. სადღესასწაულო ქადებს გულად ხავიწს ჩაურთავენ ხოლმე. ხარისხიანია ის ქადა, რომელსაც ბარაქიანხავიწიანი გული აქვს.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3