ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხრ ხუ
ხავ ხათ ხალ ხამ ხან ხარ ხას ხაფ ხაშ ხაჩ ხაჭ ხახ

ხალათი

ერთგვარი მოსასხამი, ეს პარსული ტერმინი ქართულ წერილობით ძეგლებში ჩნდება XVII საუკუნიდან. დროთა განმავლობაში ხალათი ოსმალთა და სპარსი მებატონეების წყალობის საგნად იქცა, რაც ქართველმა მეფეებმაც გადაიღეს და თავიანთ ქვეშევრდომებს პატივისა და წყალობის ნიშნად უბოძებდნენ ხოლმე. ისტორიკოს ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვებით, ყაენმა „რაც საქართველოს კაცნი: იმერელნი, ქართველნი და კახნი ტყვეთ იყვნენ... აპატივეს და ყველას ხალათი ჩააცვეს“. XVIII ს. შუა წლების ქრონიკაში საქმროს სამოსლად ხალათია დასახელებული, რომელსაც სიდედრი უგზავნის სიძეს პატივისცემისა და დაფასების ნიშნად.
ლიტ: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, 1962.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9