იგივე დერგი, მოზრდილი თიხის ჭურჭელია. არის მოჭიქულიც და მოუჭიქავიც, დაჭრელებული ან დაუჭრელებელი; სახურავიანი ან უსახურავო. იხმარება ყველის შესანახად. მზადდება საჭურჭლე მიწისაგან, ამზადებენ წითელი ჭურჭლის მკეთებელი ხელოსნები. მას იყენებენ აგრეთვე ფქვილისა და სხვა პროდუქტების შესანახად, აწყობენ ხილს, აწნილებენ მწნილს და ა.შ. დიდი ზომის დერგში ინახავდნენ სიმინდს, პატარაში - ლობიოს.
ც. კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3