ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხრ ხუ
ხავ ხათ ხალ ხამ ხან ხარ ხას ხაფ ხაშ ხაჩ ხაჭ ხახ

ხალთა

ტყავის აბგა. ხალთა, როგორც ფქვილის გადასატანი ჭურჭელი მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. ხალთას ამზადებდნენ ცხვრის, თხისა და ხბოს ტყავისაგან. აქედან საუკეთესოა ხბოს ტყავის ხალთა, რომელიც უფრო გამძლეა, სუფთა და უსუნო. ოთხში ამოღებულ ცხოველის ტყავს საგულდაგულოდ გაასუფთავებენ, შემდეგ თივით გატენიან და უმზეო ადგილას გაჰკიდებენ. 10–14 დღის შემდეგ თივას ამოყრიან, გასანთლული ბაწრით ფეხებს გამოუნასკვავენ, გაუკეთებენ სამხრეულებს. ხალთა ძალზე მოსახერხებელია შორ მანძილზე ფქვილის გადასატანად. ხალთა და მისი მსგავსი ჭურჭელი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. მათი ზოგადი სახელწოდებაა „ვაშკარანი“.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9