ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხრ ხუ
ხავ ხათ ხალ ხამ ხან ხარ ხას ხაფ ხაშ ხაჩ ხაჭ ხახ

ხალიჩა

მხატვრულ-დეკორატიული ნაწარმი, რომელიც ხასიათდება მხატვრული ორნამენტებით. ხალიჩების წარმოება უძველესი დროიდანაა ცნობილი. ხელნაქსოვი ხალიჩებისათვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ორნამენტული კომპოზიცია, რომელიც განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში და გარშემორტყმულია არშიით. ხელით ნაქსოვი ხალიჩების მთავარი მხატრვული ღირებულებებია: ორიგინალური სურათი და კოლორიტული სტილი. ხელნაქსოვი ხალიჩების ძირითადი მასალაა ცხვრის მატყლი, ასევე თხისა და აქლემის მატყლიც. გარდა მატყლისა, ფართოდ გამოიყენება ბამბა, სელი და ზოგ შემთხვევაში აბრეშუმიც.
ხალიჩების ღირსების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია მისი ქსოვის ხარისხი, რაც კვანძების რაოდენობაში გამოიხატება, კვანძების რაოდენობა შეიძლება იყოს 1 კვ. მ ფართობზე 75 ათასიდან 800 ათასამდე. სწორედ ამით განისაზღვრება ხალიჩის ხარისხი. საშუალოდ 90-დან 175 ათსამდე ნასკვი ერთ კვ. მეტრზე და 175 ათასიდან ზევით, ეს უკევ არის მაღალი ხარისხის ხალიჩები.
თ. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9