ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხრ ხუ
ხავ ხათ ხალ ხამ ხან ხარ ხას ხაფ ხაშ ხაჩ ხაჭ ხახ

ხანულობა (შიდა და ქვემო ქართლი, გარე კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი)

ძროხების პატრონთა შეამხანაგება ჯერობით რძის საწველად. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული იყო ხუთი მეზობლის თითო ძროხა, თითოეული მონაწილე ოჯახის დიასახლისი ხუთი ძროხის ნაწველს იღებდა ერთ წველაზე. ხანულებს შორის დაცული იყო ურთიერთობის მტკიცე ნორმები.
ხანულობა გამოწვეული იყო საქონლის სიმცირით საქართველოს ბარში. საქართველოში ბარული მესაქონლეობის საერთო დამახასიათებელ ნიშნად მეურნეობის ამ დარგის შეზღუდული ხასიათი არის მიჩნეული. მცირე მასშტაბის ბარული მესაქონლეობა სამეურნეო-ეკონომიკური და ორგანიზაციული გაძღოლის თვალსაზრისით ორგანულად იყო დაკავშირებული ძირითად სამეურნეო ბაზებთან და წლის განმავლობაში ადგილობრივი სასოფლო საძოვრებისა, სახნავ-სათესი სავარგულებისა, ხოლო ზამთარში საკვები მარაგის ბაზაზე გადიოდა, რომელთა რაციონალური გამოყენება ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში კი ზამთრის გარკვეულ პერიოდშიც, თანმიმდევრული სისტემით იყო ჩამოყალიბებული. ხანულობა დადასტურებულია შიდა და ქვემო ქართლში, გარე კახეთში. მისი არსებობა დაფიქსირებულია მესხეთის ბარის იმ სოფლებში, საიდანაც მეწველ საქონელს მთაში არ მიერეკებოდნენ და სოფლისპირა საძოვრებზე ჰყავდათ გადენილი. შრომის ორგანიზაციის ანალოგიური ფორმაა ჯერში ჩასვლა ცხვრის წველის დროს ქსნის ხეობაში. ხანულობის ინსტიტუტის წარმოშობა საქართველოს ბარში დიდი ოჯახის რღვევასთან არის დაკავშირებული,როდესაც ცალკეულ კომლთა განკარგულებაში არსებული პირუტყვი არ აღმოჩნდა საკმარისი რძის მეურნეობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის.
ლიტ.: ვ.შამილაძე. ბარული მესაქონლეობის ზოგიერთი თავისებერების შესახებ საქართველოში. სამხრეთ-დასავლეთ საქართელოს ყოფა და კულტურა, |V, თბ., 1978. თ. ცაგარეიშვილი. მესაქონლეობის ისტორიისათვის საქართველოში, თბ., 1987
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9