ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხრ ხუ
ხავ ხათ ხალ ხამ ხან ხარ ხას ხაფ ხაშ ხაჩ ხაჭ ხახ

ხარაგი ანუ ხარაია

კალოზე გამშრალი მოჭრილი აგურის-ალიზის დაწყობა-გაფენა. ახლად მოჭრილ, კარგად გამშრალ აგურს მეაგურეები დაახარავებდნენ.კალოზე, განსაზღვრული სიგრძის ადგილზე, რა სიგრძის ხარაიაც აქვთ ნავარაუდევი, გამომწვარ აგურებს ან ფიცრებს დაალაგებდნენ, „რათა ხარაიას ქვეშ წვიმის წყალი არ წაუდგეს“. ფეხზე მდგომ აგურებს ერთმანეთის გვერდით დააწყობდნენ, აგურებს შორის თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს, რათა „ნიავმა იმუშაოს“. ამგვარად გამწკრივებული აგურების თავზედაც აგურების მეორე პირს დააწყობენ და ხარაიას 5-7 პირად დადგამდნენ. წვიმის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, ზემოდანაც ფიცრებს დააფარებენ. როცა აგური თეთრ ფერს მიიღებდა, ე.ი. გამომხმარი იყო და, მას გამოსაწვავად გაამზადებდნენ.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1947.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9