ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბებ ბეგ ბედ ბეკ ბელ ბერ ბეღ ბეყ ბეჭ

ბედისკვერი

მომცრო კვერი, რომელსაც ახალ წელს აცხობდნენ იმდენს, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. კაცებს დაუკრავდნენ შოთებს, დედაკაცებს მრგვალ პურებს, ბავშვებს კი - კვერებს. პურში გარედან ჩაარჭობდნენ ერთ კვნიტ შაქარს, ჩამიჩსა და ნიგვზის კბილს. ბედისკვერი ახალი წლის დღეს, ბედისკვერობა დღეს ცხვებოდა. ერთ მოზელაზე გამოაცხობდნენ, ოჯახის წევრებისა და საქონლის სახელზე და თითოეულს ჯოხით დანიშნავდნენ. ვისი ბედისკვერიც ცხობის დროს „გასუქდებოდა“, „სამზეოში“ კარგად იქნებოდა, ვისიც „გახმებოდა“, ავადმყოფობას ნიშნავდა. ბედისკვერები თანასწორი სიდიდისა იყო, გარდა ერთისა, როემლსაც „ხარის გოგას“ უწოდებენ. იგი 5-ჯერ დიდია დანარჩენებზე და მასზე გუთნის ნიშანია გამოყვანილი. „ხარის კვერა“ დიდი იმიტომ იყო, რომ „წინათ ბედ-იღბალი ხარებზე იყო დამოკიდებული“. ახალ წელს, დილას დიასახლისი მთელ ხიზანს ჩამოურიგებდა თავთავის ბედისკვერს. საახალწლო რიტუალის ჩატარების შემდეგ შეეძლოთ ბედისკვერის გატეხა და ლხინის დაწყება. ძროხების კვერს გომურში გაიტანდნენ, ხორბალს გადააყრიდნენ მუჭით და პატარ-პატარა ნატეხებს შეაჭმევდნენ. ცხვრისას თვითონ შეჭამდნენ და დაილოცებოდნენ.
ლიტ.: ალ. ჭინჭარაული, ხევსურულის თავისებურებანი, 1960, ს. მაკალათია, ფშავი, 1934.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9