ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხრ ხუ
ხრა ხრი

ხრიკოლა

(რაჭა) - ქვის სატყორცნი საშუალება. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, ძირითადად რაჭაში. ხრიკოლა წარმოადგენს ხის გახვრეტილ მილს, ცილინდრს, რომლის ერთ ბოლოში წამოცმული იყო ქვის ან ლითონის კვერი, ხოლო მეორე დახურულ ბოლოსკენ გამოჭრილი იყო ღარი, რომელიც სათითეთი ბოლოვდებოდა. მილში წინასწარ იწყობოდა დაკალიბრებული ქვები, ბოლოს წინა ფიქსირდებოდა ცერა თითით, ხოლო ბოლო ქვა კი დაქნევით გაიტყორცნებოდა, შესაძლებელი იყო ორი ან რამდენიმე ქვის ერთად გასროლაც. კვერიანი ხრიკოლას უპირატესობა ის იყო, რომ ახლო ბრძოლაში მისი ჩუგლუგად გამოყენება შეიძლებოდა. არსებობს აგრეთვე უკვერო ხრიკოლაც, რომელსაც წინა მხარეს კვერი არ ეგო, ამიტომ მხოლოდ ქვების სატყორცნად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ა. გიორგობიანი, სტ. ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, გაზ. „რაეო“, 1997.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9