ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯავ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაფ ჯაშ ჯაჭ

ჯაგანი

წვრილ ტოტზე ჩამოკიდებული ან მანეულის გრეხილში ყუნწით ჩატანებული ყურძნის მტევნების ასხმა, რომელიც საზამთროდ ინახებოდა. საჯაგნე ყურძენს (ბუდეშური, თითა, განჯური, ქვიშხური, ცხენის ძუძუ და სხვა) საგანგებოდ გადაარჩევდნენ, დიდ მტევნებს დაბლა ჩამოჰკიდებდნენ, უფრო მომცროებს მაღლა და მაღლა, შემდეგ მოათავსებდნენ დაცულ ადგილას. ჯაგნის გარდა ქართლკახეთში გავრცელებული იყო ყურძნის თონეში დაჩამიჩება, რომელიც დიდხანს ინახებოდა.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9